გაეროს საერთაშორისო სასამართლო

გაეროს სასამართლოს სააპელაციო პალატამ მლადიჩის სამუდამო პატიმრობის განაჩენი დაადასტურა

რატკო მლადიჩი

გაეროს საერთაშორისო სასამართლოს სააპელაციო პალატამ სერბეთის შეიარაღებული ძალების ყოფილ ხელმძღვანელის, "ბოსნიის ყასბად" წოდებულ რატკო მლადიჩის სამუდამო პატიმრობის განაჩენი ძალაში დატოვა.

სასამართლომ დაადასტურა მლადიჩის ბრალი გენოციდში, სამხედრო დანაშაულებში და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებში, რომლებიც 1992-1996 წლებში სარაევოს ალყის დროს და 1995 წელს სრებრენიცაში იყო ჩადენილი. ამ პერიოდში სერბეთში 8 000 მუსლიმი მოკლეს. 

საერთაშორისო ტრიბუნალი რატკო მლადიჩს 1990-იანი წლების ბოლოდან ეძებდა. სასამართლომ მლადიჩის სამუდამო პატიმრობის განაჩენი 4-წლიანი პროცესის შემდეგ, 2017 წელს გამოუტანა. სასამართლოზე ჩვენება 600-მდე მოწმემ მისცა.

კომენტარები