გერმანია

გერმანია ლტოლვილთა მიღების ბრიტანული სისტემის დანერგვას განიხილავს

ოლაფ შოლცი
Krisztian Bocsi/Bloomberg

ოლაფ შოლცის თქმით, შესაძლოა გერმანიამ დიდი ბრიტანეთის მსგავსი საიმიგრაციო სისტემა დანერგოს. კონკრეტულად, გერმანიაში განიხილავენ, საიმიგრაციო პროცედურებისთვის მესამე ქვეყანასთან შეთანხმებას, რომ იმიგრანტებმა ამ ქვეყანაში გაიარონ შესაბამისი ეტაპები და მხოლოდ დადებითი პასუხის შემთხვევაში შეძლებენ გერმანიაში ლეგალურად ჩასვლას. 

დიდი ბრიტანეთი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან ლტოლვილთა მიღების გრძელი პროცედურებისთვის მესამე ქვეყანას - რუანდას იყენებს. ადამიანები, რომლებიც დიდი ბრიტანეთისგან ლტოლვილის სტატუსის მინიჭებას ითხოვენ, რუანდაში გადაჰყავთ, სადაც დიდი ბრიტანეთის წარმომადგენლები აფასებენ თითოეულ შემთხვევას და იღებენ გადაწყვეტილებს ლტოლვილის სტატუსის მინიჭების შესახებ. 

რამდენიმე დღის წინ გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი გერმანიის მიწების ლიდერებს შეხვდა და შეთანხმდნენ, რომ საჭიროა გერმანიის საიმიგრაციო სისტემა უფრო გამკაცრდეს და დეპორტაციის პროცედურები გამარტივდეს.

გერმანიის მეზობელმა ავსტრიამაც დააფიქსირა დაინტერესება მსგავსი სისტემის დასანერგად. შოლცის თქმით, უკონტროლო მიგრაცია გერმანიაში ულტრა-მემარჯვენე იდეოლოგიის გავრცელების სერიოზული საფუძველია. 

კომენტარები