რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

დნიპროპეტროვსკის ოლქში რუსების გაშვებული რაკეტა ჩამოვაგდეთ – უკრაინა

CNN

დნიპროპეტროვსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსის, სერგეი ლისაკის თქმით, 9 ნოემბრის ღამით რუსების გაშვებული რაკეტა ჩამოაგდეს

"აღმოსავლეთ საჰაერო სარდლობის დამცველებმა ოლქში გაანადგურეს რუსული რაკეტა. ის ჩამოაგდეს დნიპროში". - წერს ლისაკი ტელეგრამ-არხზე.  

გარდა ამისა, ლისაკის ცნობით, ოკუპანტებმა მძიმე არტილერიით დაარტყეს მარგანეცის თემს ნიკოპოლში. როგორც ლისაკი წერს, თავდასხმის შედეგად არავინ დაშავებულა. 

ამასთან, უკრაინული მხარის ინფორმაციით, გასულ დღეს დონეცკის ოლქში დაბომბვის შედეგად ორი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, ხოლო ერთი დაშავდა, ხერსონში კი დამატებით კიდევ ორი მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა.

კომენტარები