ყაზახეთის პრეზიდენტი ყასიმ-ჟომართ თოყაევი ოფიციალური ვიზიტით მოსკოვში იმყოფება.
თოყაევი რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს შეხვდა.
ორი ქვეყნის ლიდერმა ხელი მოაწერა დეკლარაციას, რომელიც რუსეთისა და ყაზახეთის სტრატეგიულ პარტნიორობას და მოკავშირეობას გულისხმობს.
პუტინისა და თოყაევის შეხვედრაზე გაჟღერებული მთავარი გზავნილებია:
- პუტინის თქმით, რუსეთი ყაზახეთის ერთ-ერთ ყველაზე მსხვილი ინვესტორია. ყაზახეთში 17 000-ზე მეტი რუსული კომპანია ოპერირებს;
- ქვეყნები იშვიათი მეტალების მოპოვების ერთობლივი პროგრამის ამოქმედებას გეგმავენ;
- პუტინის თქმით, ორივე მხარე მუშაობს გაზარდოს საავტომობილო გამტარიანობა სასაზღვრო პუნქტებზე;
- თოყაევმა ხაზი გაუსვა როსატომის ნაყოფიერ მუშაობას, ხაზი გაუსვა ყაზახეთში მშენებარი ატომური ელექტროსადგურის მშენებლობას;
- ქვეყნებმა ხელი მოაწერეს რუსეთიდან ყაზახეთში ამურის ვეფხვების ტრანსპორტირების შეთანხმებას;
- "ყაზახეთში, ყოველდღიურობაში რუსული ენის გამოყენება რუსეთში კმაყოფილებას გრძნობას იწვევს". – აღნიშნა პუტინმა;
"თანამედროვე რუსეთის ყველა წარმატება უკავშირდება პუტინის სახელს, მის შორსმჭვრეტ პოლიტიკას და ავტორიტეტს". – განაცხადა თოყაევმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.





