კანდიდატის სტატუსი

პრეზიდენტი: ზელენსკის და სანდუს მივულოცე, მთხოვეს, გადმომეცა თქვენთვის მათი დიდი სიყვარული

ახლა ამ წუთში უკრაინის პრეზიდენტს და ცოტა ადრე მოლდოვის პრეზიდენტს ვესაუბრე, მათ მივულოცე მათთვის ასევე ძალიან მნიშვნელოვანი დღე, მათ მიენიჭათ გაწევრიანების მოლაპარაკების გახსნის რეკომენდაცია, ეს არის მათთვის ძალიან დიდი ნაბიჯი წინ, ჩვენც მივყვებით ნაბიჯ-ნაბიჯ, მივულოცე ჩვენგან, ყველასგან და მათაც მთხოვეს, გადმომეცა ქართველი ხალხისთვის მათი მოლოცვა და დიდი სიყვარული.

ჩვენ და ამაში დარწუნებული ვარ, ერთად ვივვლით ამ გზაზე, რომელიც ჯერ კიდევ დიდი გზა არის, ერთად ვივლით ამ გზაზე და ერთ მშვენიერ დღეს აღმოვჩნდებით სამივე ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრები, და იქ გავაგრძელებთ ყველაფრის გაკეთებას ჩვენი ხალხის კეთიდღეობისთვის, მშვიდობისთვის, წინვლისთვის, რამეთი ეს არის ის მომავალი, რასაც პირდება ევროპა ყველა თავის სრულუფლებიან წევრს, იქ ვიქნებით ერთად.

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროკომისიის რეკომენდაციაზე, საქართველოს მიენიჭოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი.

კომენტარები