მკვლელობა საოკუპაციო ხაზთან

პრემიერი გინტურზე: შედეგია მძიმე მემკვიდრეობისა, რომელიც თქვენმა ხელისუფლებამ დაგვიტოვა

ჩვენ მყისიერად გვქონდა მაქსიმალური რეაგირება, რისი გაკეთებაც შეგვეძლო, ვაცნობეთ საერთაშორისო პარტნიორებს, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას, ყველას, ავამოქმედეთ ცხელი ხაზი, გადაიდგა ყველა ის ნაბიჯი, რისი გაკეთებაც შეგვეძლო. იმავე საღამოს ჩაინიშნა შეხვედრა და მყისიერი რეაგირება მოხდინა ჩვენმა ხელისუფლებამ, მე დიდი იმედი მაქვს, რომ მოხდება მეორე დაკავებულის, უკანონოდ გატაცებულის გათავისუფლება ძალიან მალე. კიდევ ვიმეორებ, ეს არის ისევ შედეგი იმ მძიმე მემკვიდრეობისა, რომელიც დაგვიტოვა თქვენმა ხელისუფლებამ, თქვენ რომელსაც წარმოადგენთ. და ჩვენ ამას გამოვასწორებთ, ამას მოესწრებით ძალიან მალე, როცა ჩვენი ქვეყანა გაერთიანდება და გამთლიანდება.

ასე უპასუხა პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავარი არხის ჟურნალისტის კითხვას, მაშინ, როცა წინა ხელისუფლების მემკვიდრეობაზე ლაპარაკობს, ქართული ოცნების მთავრობამ რა გააკეთა, "როდესაც ეს მძიმე შედეგი დადგა, ვგულისხმობ თამაზ გინტურის მკვლელობას".

კომენტარები