მკვლელობა საოკუპაციო ხაზთან

პრემიერი გინტურზე: უმძიმესი ფაქტი მოხდა, მაგრამ ენმ რომ ყოფილიყო, იქნებოდა ომი, ნგრევა

მინდა, ჩემი გულითადი სამძიმარი გამოვუცხადო გარდაცვლილი თამაზ გინტურის ოჯახს, მის ახლობლებს, ყველას, მთელ საზოგადოებას. რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან დიდი დანაშაული და ოკუპაციის მძიმე შედეგი, რომელსაც ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში ვიმკით. ეს არის სამწუხაროდ შედეგი იმ ოკუპაციისა, რომელიც დამყარდა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ. არ მინდოდა ასეთ პოზიტიურ დღეს მესაუბრა წინა ხელისუფლების მემკვიდრეობაზე, რომელიც უმძიმესია და არ ჩამოვთვლი, მაგრამ ერთერთი ყველაზე მძიმე დანაშაული, გამოუსწორებელი შეცდომა თუ მძიმე წარსული, ეს არის ოკუპაცია...

... ეს არის ის ტრაგედია და მძიმე მემკვიდრეობა, რომელიც ჩვენ გვერგო. ძალიან ბევრი მათ მიერ დატოვებული უმძიმესი დანაშაულებები გამოვასწორეთ არაერთ სფეროში, მაგრამ ჯერ კიდევ ვერ შევძელით გამოსწორება იმ მძიმე მემკვიდრეობისა, რასაც ჰქვია ოკუპაციის დასრულება. მაგრამ მე მჯერა, ჩვენი გონივრული, თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგად, ჩვენ მოვახერხებთ ჩვენი ქვეყნის მშვიდობიანად დეოკუპაციას და გაერთიანებას.

სახელმწიფო დგას გარდაცვლილი თამაზ გინტურის ოჯახის გვერდით, მაქსიმალურად დავეხმარებით, რაც საჭიროა, რა თქმა უნდა, ამ სიტუაციაში ძნელია შეუმსუბუქო ტკივილი მის ოჯახს და ახლობლებს, მაგრამ ასევე მიუღებელი და ამორალური არის ის საქციელი, რომელიც ჩვენ ვნახეთ ოპოზიციის მხრიდან...

ჩვენ ვართ პასუხისმგებლიანი მთავრობა, ვაგებთ პასუხს ხალხის, ქვეყნის უსაფრთხოებაზე, ჩვენ გვაქვს ერთადერთი უპრეცედენტო უწყვეტი მშვიდობიანი პერიოდი, როცა ქვეყანა არ ჰქონია ომი, არ დაუკარგავს ტერიტორიები.

უმძიმესი ფაქტი მოხდა, თითოეული ადამიანის სიცოცხლე არის ჩვენთვის უძვირფასესი, მაგრამ დღეს რომ ყოფილიყო ისევ ენმ ხელისუფლებაში, დღეს აქ იქნებოდა ომი, უბედურება, ნგრევა, ეს ქვეყანა ვერ მიიღებდა ვერც სტატუსს, ვერც მშვიდობა ვერ იქნებოდა, ვერც ეკონომიკური განვუთარება, აღმასვლა დ ა.შ

ჩვენი ხელისუფლება რომ ყოფილიყო 2008 წელს, ომი არ მოხდებოდა, არ დავკარგავდით ასზე მეტ სოფელს და ამდენი ადამიანი არ დაიხოცებოდა, არ გვექნებოდა 20% ოკუპირებული რუსეთის მიერ, მოვუწოდებ დესტრუქციულ, რადიკალურ ოპოზიციას, რომ მათ არ აქვთ არავითარი უფლება, საერთოდ ხმა ამოიღონ და რაიმე კრიტიკული თქვან ხელისუფლების მიმართ, ხმის ამოღების უფლება არ აქვთ.

პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ოკუპანტების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობაზე.

კომენტარები