მკვლელობა ოკუპირებულ ტერიტორიაზე

ამას კაცობა რომ არ ჰქვია, ყველას გვესმის! – ზურაბიშვილი ვოლსკის პასუხობს

პრეზიდენტის ადმინისტრაცია

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი ვოლსკის უპასუხა, რომელმაც ზურაბიშვილი იმ პოლიტიკოსთა შორის დაასახელა, რომლებსაც თამაზ გინტურის სიკვდილი გაუხარდათ.

"ამას ვერც პოლიტიკას და ვერც პოლიტიკოსობას ვერ დავაბრალებთ! და ამას კაცობა რომ არ ჰქვია, ეს კი ყველას გვესმის!". - წერს სალომე ზურაბიშვილი და ვოლსკის ვიდეოს აზიარებს.

ქართული ოცნების დეპუტატის თქმით, "ესეთი გახარებული ამ ადამიანის სიკვდილით პოლიტიკოსთა ჯგუფი, მათ შორის სალომე ზურაბიშვილი, არ ეკადრება ჩვენს ქვეყანას".

6 ნოემბერს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალის მიმდებარედ ოკუპანტებმა საქართველოს 1 მოქალაქე, თამაზ გინტური მოკლეს, 1 კი დააკავეს.

კომენტარები