მკვლელობა ოკუპირებულ ტერიტორიაზე

ვოლსკი: ადამიანის სიკვდილით გახარებული პოლიტიკოსები, მათ შორის ზურაბიშვილი, არ გვეკადრება

რაღა სააკაშვილი, რაღა ლევან ხაბეიშვილი და რაღა სალომე ზურაბიშვილი. რასაკვირველია, აქციაც უნდა ჩატარდეს, ხალხიც უნდა გამოვიდეს, თავისი პოზიცია უნდა გამოხატოს. მაგრამ ესეთი გახარებული ამ ადამიანის სიკვდილით პოლიტიკოსთა ჯგუფი, მათ შორის სალომე ზურაბიშვილი, არ ეკადრება ჩვენს ქვეყანას, ღირსების თემაა, რომ ცოტა ხანს მაინც გაჩუმდეს, მითუმეტეს ესეთ ვიტარებაში, როდესაც ესოდენ მნიშვნელოვანი საკითხი წყდება ჩვენთვის, ეს ღირსება არ გააჩნია. თან თვალთმაქცური, ყალბი განცხადებები, ვითომდა მონდომებულია საქართველომ სტატუსი მიიღოს.

თქვა ქართული ოცნების დეპუტატმა, გიორგი ვოლსკიმ. 6 ნოემბერს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალის მიმდებარედ ოკუპანტებმა საქართველოს 1 მოქალაქე მოკლეს, 1 კი დააკავეს.

კომენტარები