გერმანია

ოლაფ შოლცი და გერმანიის მიწების ლიდერები საიმიგრაციო პოლიტიკის გამკაცრებაზე შეთანხმდნენ

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი
REUTERS/Vladislav Culiomza

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი ეთანხმება საიმიგრაციო პოლიტიკის გამკაცრებას. მისი თქმით, გერმანიაში უნდა შემცირდეს თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი, რომელიც გერმანიაში ულტრა-მემარჯვენე იდეოლოგიის ღერძია. 

ოლაფ შოლცმა გერმანიის ფედერალური მიწების ლიდერებთან შეხვედრები გამართა, სადაც შეთანხმდნენ, რომ ერთობლივად გაამკაცრებენ საიმიგრაციო პოლიტიკას და ლტოლვილის სტატუსის მქონე პირებისთვის ბიუჯეტიდან უფრო მეტი ფული გამოიყოფა. 

ბოლო დროს, შოლცის მთავრობამ ასევე დაიწყო მუშაობა გერმანიიდან მიგრანტების დეპორტაციის პროცესის უფრო გასამარტივებლად. 

ოლაფ შოლცის თქმით, გერმანიის მთავრობის მიზანი არაორდინალური მიგრაციის ტალღის შეჩერებაა და ამისთვის მიღწეული შეთანხმება ისტორიული ნაბიჯია. 

კომენტარები