კანდიდატის სტატუსი

იუკნევიჩიენე: წელს სტატუსის მიღება ივანიშვილს მხოლოდ არჩევნების მოსაგებად სურს

სამწუხაროდ, ბევრი ადამიანი შეშფოთებულია იმით, რომ დღესდღეობით საქართველო მოლდოვასთან და უკრაინასთან ერთად არ არის. კანდიდატის სტატუსი მნიშვნელოვანია, თუმცა, ამ მთავრობის გამო ბევრი დაკარგეთ. ყველაფერი მათ ხელში იყო - არა მხოლოდ ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულება, არამედ, მთლიანი პოლიტიკური პროცესი.

მე არ ვფიქრობ, რომ ბიძინა ივანიშვილს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება სურს. იმიტომ, რომ ის და ქართული ოცნება ყველაფერს ეწინააღმდეგებოდნენ, რაც შეიძლება, საქართველოს გასულ წელს სტატუსის მიღებაში დახმარებოდა. ბევრი ადამიანი ამბობს, რომ სტატუსის მინიჭება საქართველოს ცვლილებებში დაეხმარება, რომ ის რუსეთის გავლენის სფეროში არ დარჩეს. მაგრამ, თუ საქართველოს მთავრობა ისე მოიქცევა, როგორც დღემდე იქცევა, მაშინ კანდიდატის სტატუსი არავითარი მნიშვნელობის არ იქნება, იმის გარდა, რომ შეიძლება, 2024 წელს ქართულმა ოცნებამ არჩევნები მოიგოს. ეს ერთადერთი მიზეზია, რატომაც ბიძინა ივანიშვილს ამ წელს კანდიდატის სტატუსის მიღება სურს. ივანიშვილისთვის ნათელია, რომ ეს მას არჩევნების მოგებაში დაეხმარება და თუ საქართველოში არაფერი შეიცვალა, თქვენი ქვეყანა ისევ დაიწყებს მოძრაობას რუსეთის და არა ევროკავშირის მიმართულებით.

თქვა ევროპარლამენტარმა, რასა იუკნევიჩიენემ ტელეკომპანია ფორმულასთან ინტერვიუში - ფორმულას სინქრონული თარგმანი.

კომენტარები