დავით უსუფაშვილი

უსუფაშვილი თადუმაძეზე: დაიღალა, ვერ გაუძღვა, თუ ყველაფერი მოაგვარა?

კვირა

დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რომ მოსამართლეების შერჩევის პროცესთან დაკავაშირებული ვითარება სასამარლოსა და სახელმწიფოსთვის დამაზიანებელია. 

მან ამის შესახებ კვირის პრესკლუბში ისაუბრა.

“სამწუხაროდ, ვითარება სასამართლოებსა და სასამარტლოების გარშემო გასცდა ნორმალურსა და სახელმწიფოებრივს. ეს არის სასამართლოსა და სახემწიფოსთვის დამაზიანებელი პროცესები, როდესაც ეს სფერო იქნა საძალაუფლებო მკლავჭიდის ასპარეზად და ამის გამოხატულებაა მიმდინარე პროცესები. თადუმაძე რომ დროზე ადრე აპირებს წასვლას პროკურატურიდან, არ გრძნობს თავს ვალდებულად, რომ გვითხრას რაშია საქმე? დაიღალა, ვერ გაუძღვა, თუ ყველაფერი მოაგვარა? კომპეტენციით თადუმაძემ შეიძლება ბევრს აჯობოს იმ 50-ში, თუმცა მე აქ სახელმწიფო მოხელეების და უმაღლესი რანგის სახელმწიფო მოხელეების მორალურ და პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე ვლაპარაკობ.”-თქვა უსუფაშვილმა.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გვერდზე გამოქვეყნებული განცხადების მიხედვით, უზენაეს სასამართლოში მოსამართლის 20 ვაკანტურ პოზიციაზე უვადოდ განთავსებისთვის თავდაპირველად 144 კანდიდატი იბრძოდა.

20 ივნისს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში პირველი ფარული კენჭისყრა გაიმართა. კენჭისყრის შედეგად შემდეგ, გასაუბრების ეტაპზე 50 კანდიდატი გადავიდა. ამ 50 კანდიდატის შერჩევის პროცედურებთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები აქვს სახალხო დამცველს. ომბუდსმენი ამ პროცესში ნეპოტიზმსა და გარიგებაზე საუბრობს.

50-კაციან სიაში, სხვა კანდიდატებთან ერთად არის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, გიორგი მიქაუტაძეც, რომელსაც ჯანეზაშვილი და დოლიძე, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციები ბრალს "კლანის წევრობაში" სდებენ.

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში კანდიდატებთან გასაუბრება 17 ივლისს დაიწყო.

კომენტარები