ნეპალი

ნეპალში მიწისძვრის შედეგად, სულ მცირე, 129 ადამიანი დაიღუპა

დაზიანებული შენობა ნეპალში მომხდარი მიწისძვრის შედეგად.   წლის ნოემბერი  
ნეპალის პრემიერმინისტრის ოფისი/Reuters

ნეპალის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში მიწისძვრის შედეგად, სულ მცირე, 129 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 140 - დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ნეპალის პოლიციის წარმომადგენელზე, კუბერ ქადაიატზე დაყრდნობით ავრცელებს.   

ამერიკის შეერთებული შტატების გეოლოგიური სამსახურის (USGS) თანახმად, 5.6 მაგნიტუდის მიწისძვრის ეპიცენტრი ნეპალიდან 42 კმ-ში, კარნალის პროვინციაში იყო, ხოლო ბიძგები ინდოეთის დედაქალაქ ნიუ-დელიმდეც კი იგრძნობოდა. 

ამასთან, როგორც ნეპალის ოფიციალურმა პირებმა Reuters-ს უთხრეს, შესაძლოა, მსხვერპლი გაიზარდოს, რადგან მათ ვერ შეძლეს კონტაქტის დამყარება მთიან რეგიონში, ეპიცენტრთან ახლოს, დედაქალაქ კატმანდუდან დასავლეთით დაახლოებით 500 კილომეტრში, სადაც ბიძგები ასევე იგრძნობოდა.

ინდოეთის პრემიერმინისტრმა ნარენდრა მოდიმ მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა ახლობლებს მიუსამძიმრა.

"ღრმა დამწუხრებული ვარ ნეპალში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა და მიღებული ზარალის გამო. ინდოეთი სოლიდარულია ნეპალის ხალხის მიმართ და მზად არის, გაუწიოს ყველა შესაძლო დახმარება. ჩვენი ფიქრები დაღუპულთა ოჯახებთანაა და დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ". - დაწერა მოდიმ X-ზე.

კომენტარები