ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო

მტკვრიდან ამოყვანილი 15 წლის იაგდტერიერი პატრონს დაუბრუნეს, მას 10 დღე ეძებდნენ

მაშველების მიერ მტკვრიდან ამოყვანილი 15 წლის იაგდტერიერი პატრონს დაუბრუნდა. პატრონის თქმით, ძაღლი 10 დღის წინ დაიკარგა და მას განუწყვეტლივ ეძებდა. 

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ცნობით, იაგდტერიერი თავშესაფარში დაიჩიპა და თავის მეპატრონეზე ოფიციალურად დარეგისტრირდა.

"როდესაც ძაღლი დაჩიპული და რეგისტრირებულია, სააგენტო მარტივად ახდენს მისი პატრონის იდენტიფიკაციას, უკავშირდება და უბრუნებს დაკარგულ ცხოველს. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ დაჩიპოთ და დაირეგისტრიროთ თქვენი ოთხფეხა მეგობრები" - აღნიშნავს სააგენტო.

კომენტარები