პატიმრების გაქცევა

ბრეგაძე: რომ ყოფილიყო ენმ, 3 პატიმრის ნაცვლად გვეყოლებოდა 3 გვამი

რაც შეეხება ოპოზიციის განცხადებებს, რომელმაც ეს [ჩაბარებისკენ მოწოდება] არ მოიწონა და უფრო სხვა მეთოდებს ემხრობიან, მათ კიდევ ერთხელ აჩვენეს საზოგადოებას თავიანთი მანიაკალური სახე და ის სახე, რასაც წარმოადგენდა ნაციონალური მოძრაობის რეჟიმი, რომელიც ღიად აცხადებდა, რომ არ ენანება ტყვია დამნაშავეებისთვის, რომელიც ვერტმფრენიდან ხოცავდა მთელ ოჯახებს, როდესაც მიდიოდა ძებნის ღონისძიება, როდესაც მინისტრები ითხოვდნენ ორ გვამს...

პირდაპირ გეტყვით – დღეს რომ ყოფილიყო ნაციონალური მოძრაობა, სამი პატიმრის ნაცვლად, ჩვენ გვეყოლებოდა სამი გვამი.

იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე ავერსის კლინიკიდან გაქცეული პატიმრების დაკავებაზე.

კომენტარები