პატიმრების გაქცევა

კლინიკიდან 3 პატიმრის გაქცევის საქმეზე შეუტყობინებლობის გამო ერთი პირი დააკავეს

იუსტიციის სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ ავერსის კლინიკიდან მსჯავრდადებულთა გაქცევის საქმეზე კიდევ ერთი პირი დააკავა. ინფორმაცია ტაბულას იუსტიციის სამინისტროში დაუდასტურეს. 

გამოძიება დაწყებულია 376-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს დანაშაულის შეუტყობინებლობას იმ პირის მიერ, ვინც ნამდვილად იცის, რომ მზადდება ან ჩადენილია მძიმე დანაშაული, რაც ისჯება თავისუფლების აღკვეთით 2-დან 6 წლამდე. 

3 პატიმარი სამედიცინო დაწესებულებიდან 1-ელ ნოემბერს გაიქცა. ისინი ავერსის კლინიკაში კვლევებისთვის ჰყავდათ გადაყვანილები. მოგვიანებით, იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ გაქცეულებს მოუწოდა: "დროულად მოეგონ გონს, ჩაბარდნენ სამართალდამცველებს და, იქნებ, ასე შეძლონ თავიანთი პასუხისმგებლობის შემცირება".

სამივე გაქცეული 2 ნოემბერს დააკავეს.

ამასთან, დღეს, 4 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით "ავერსის" კლინიკიდან გაქცეული პატიმრების საქმეზე დაკავებულ საბადრაგო ჯგუფის უფროსს, ივერი ნატრიაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

კომენტარები