საზოგადოებრივი მაუწყებელი

პარლამენტმა GPB-ის სამეურვეო საბჭოს წევრებად გიორგი კოხრეიძე და თამილა დოლიძე აირჩია

პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრებად გიორგი კოხრეიძე და თამილა დოლიძე აირჩია. კანდიდატები საკანონმდებლო ორგანოს აჭარის უმაღლესმა საბჭომ წარუდგინა. 

გიორგი კოხრეიძე იყო V მოწვევის პარლამენტის წევრი მოქალაქეთა კავშირიდან, ასევე, აჭარის ტელევიზიის დირექტორი და საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი.

გიორგი კოხრეიძის აჭარის ტელევიზიაში დირექტორად დანიშვნის შემდეგ არხის ჟურნალისტები ხელისუფლების მხრიდან ტელევიზიის სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევის მცდელობებზე საუბრობდნენ და ალტერნატიული პროფესიული კავშირიც შექმნეს. რამდენიმე ჟურნალისტმა ზეწოლის გამო ტელევიზია დატოვა, ან არხის სარედაქციო პოლიტიკის გაპროტესტების გამო თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

თამილა დოლიძე აჭარის ტელევიზიის სამეურვეო საბჭოს წევრი იყო. ასევე, ხელვაჩაურის საკრებულოს წევრი ქართული ოცნებიდან. 

კომენტარები