საქართველოს პარლამენტი

პაპუაშვილი ბერაიაზე: მოდი, დავაფასოთ ბოდიში და ეს კულტურა ოპოზიციამაც დაამკვიდროს

სამწუხაროდ, ისეთი წრე არის, სადაც რთულია შემდეგ უკვე ტყუილ-მართლის გარკვევა და მიდის ურთიერთბრალდებები. რაც შეეხება გუშინდელ შემთხვევას, ბატონმა ირაკლიმ, მე მგონი, ძალიან ცხადად განაცხადა ამასთან დაკავშირებით. მის გამოსვლას ჰქონდა შინაარსობრივი ნაწილი, რომელსაც ყველა ვიზიარებთ, რაც შეეხებოდა კრიტიკას. იმ ნაწილს, სადაც იყო პიროვნული გარკვეული ეთიკური ჩარჩოებიდან გასვლის საკითხი, მან თქვა, რა თქმა უნდა, იმის ფონზე, რაზეც მას ჰქონდა საუბარი, შეიძლება იყო გარკვეული გასვლა და ამის გამო ბოდიშიც მოიხადა. მე არ მახსენდება არცერთი ოპოზიციიდან, ვინმე ქალი ან კაცი, ბოდიში მოეხადა საერთოდ. რაც აქ ქალბატონ თეა წულუკიანს აკადრა ოთხმა ქალმა დეპუტატმა, რაც სხვა დროს ყოფილა.

[...] თუ გამოვიტანთ დასკვნას გუშინდელი დღიდან, მე მგონი, არის ერთი რამე, რომ ყველას შეიძლება, მოუვიდეს რაღაც ასეთი გადაცდომა. მნიშვნელოვანი მომენტი არის, რომ ბატონმა ირაკლიმ, რაც შეეხებოდა მისი გამოსვლის ბოლო ხუთ წამს, სადაც თქვა კიდეც, რომ გადაამეტა და ბოდიში მოიხადა, მოდი, დავაფასოთ ეს ბოდიში. ეს კულტურა იქნებ როგორმე თქვენთანაც დაამკვიდროთ და ბოდიშის მოხდა თქვენც შეძლოთ ხოლმე, როდესაც ასეთი გადამეტება მიდის. 

თქვა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ბერაიას შეურაცხმყოფელ განცხადებაზე თეონა აქუბარდიას მიმართ. 

კომენტარები