საქართველოს პარლამენტი

კალაძე: შეიძლება სხვადასხვა აზრი გვქონდეს, მაგრამ ერთმანეთს შეურაცხყოფა არ უნდა მივაყენოთ

ვფიქრობ, ნებისმიერი გონიერი ადამიანი არ მიესალმება აღნიშნულს და სამწუხაროდ, ეს არ არის პირველი შემთხვევა. ჩვენ შეიძლება გვქონდეს განსხვავებული მოსაზრებები, სხვადასხვა დამოკიდებულება საკითხებთან მიმართებაში, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ უნდა მივაყენოთ ერთმანეთს შეურაცხყოფა. რაღაც ხაზები არსებობს და არ უნდა გადავლახოთ ეს ყველაფერი.
მესმის, პოლიტიკა, აზრთა სხვადასხვაობა, მაგრამ ყველამ უნდა შევიკავოთ თავი ასეთი განცხადებების გაკეთებისგან. 

ამბობს თბილისის მერი, კახა კალაძე. 31 ოქტომბერს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ქართული ოცნების დეპუტატმა, ალუდა ღუდუშაურმა ენმ-ს დეპუტატს, ანა წითლიძეს "ფარჩაკი, ბანძი ადამიანი" უწოდა, ხოლო ირაკლი ბერაიამ თეონა აქუბარდიაზე თქვა, რომ მან "გრძელი და ყველგან ნამყოფი ენით" თავი უნდა შეიკავოს ბერაიასა და მისი კომიტეტის ხსენებისგან.

კომენტარები