საქართველოს პარლამენტი

ბერაია: ვაღიარებ, ემოციურად გადაჭარბებული იყო – მინდა, ბოდიში მოვიხადო

გულწრფელად ვაღიარებ, რომ ეს ემოციურად გადაჭარბებული იყო - თვითონ იმ განცხადების სიმძიმიდან გამომდინარე, რასაც ჩვენ მუდმივად ვისმენთ. მინდა, ამის გამო, გულწრფელად ბოდიში მოვიხადო. ამასთან დაკავშირებით სხვა კომენტარის გაკეთებას არ ვაპირებ. 

თქვა ქართული ოცნების წევრმა, ირაკლი ბერაიამ ოპოზიციონერი დეპუტატის, თეონა აქუბარდიასთვის მიყენებულ სიტყვიერ შეურაცხყოფაზე. 

ბერაიამ პარლამენტში თეონა აქუბარდიაზე თქვა, რომ " მისი გრძელი და ყველგან ნამყოფი ენით, ჩემი და ჩემი კომიტეტის სახელის ხსენებისგან თავი შეიკავოს".

კომენტარები