საქართველოს პარლამენტი

ქალებთან ამგვარი საუბარი ჩემთვის მიუღებელია – ომბუდსმენი წითლიძესა და აქუბარდიაზე

ტაბულა

საქართველოს სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი ეხმაურება ქართული ოცნების დეპუტატების მიერ ოპოზიციონერი დეპუტატების - ანა წითლიძისა და თეონა აქუბარდიას სიტყვიერ შეურაცხყოფას და წერს, რომ "ქალებთან ამგვარი საუბარი" მისთვის "მიუღებელია".

"ქალი პოლიტიკოსების მიმართ დისკრიმინაციის გამაძლიერებელ და შეურაცხმყოფელ განცხადებებს დეტალურად სახალხო დამცველის აპარატი შეაფასებს და აუცილებლად აისახება ანგარიშში. აქ უბრალოდ იმას ვიტყვი, რომ როგორი რთული მოსასმენიც არ უნდა იყოს განსხვავებული აზრი, ქალებთან ამგვარი საუბარი ჩემთვის მიუღებელია. მსგავსი საუბარი არავის მატებს ღირსებას და მხოლოდ ქალთა მიმართ დისკრიმინაციულ დამოკიდებულებას ახალისებს". - წერს იოსელიანი.

31 ოქტომბერს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ქართული ოცნების დეპუტატმა, ალუდა ღუდუშაურმა ენმ-ს დეპუტატს, ანა წითლიძეს "ფარჩაკი, ბანძი ადამიანი" უწოდა, ხოლო ირაკლი ბერაიამ თეონა აქუბარდიაზე თქვა, რომ მან "გრძელი და ყველგან ნამყოფი ენით" თავი უნდა შეიკავოს ბერაიასა და მისი კომიტეტის ხსენებისგან.

ირაკლი ბერაიას კომენტარს აქუბარდიამ უპასუხა და დაწერა, რომ რაც მან იკადრა "პატარა კაცობაც აღარ ჰქვია".

კომენტარები