საქართველოს პარლამენტი

ჯაფარიძე: ქალის პატივისცემა ქართველი კაცის ღირსება იყო, ოცნება ყველა ზღვარს გასცდა

არავის არ აქვს უფლება, ქალს, ჩემს თანამებრძოლს ასე უღირსად ელაპარაკოს

ღუდუშაური, მისი კოლეგების მსგავსად, გასცდა ყველანაირ ზღვარს და ნორმას. რომელი ქალი უნდა დაიცვას სახელმწიფომ აგრესიისგან და ძალადობისგან? როცა მოძალადეები უმრავლესობის რიგებში ჰყავთ.

მზად ვარ, ფიზიკურადაც დავუპირისპირდე ასეთ ნაძირლებს

ქალის პატივისცემა ქართველი კაცის ღირსება იყო, ამათ არანაირი კავშირი არ აქვთ არც კაცობასთან, არც ღირსებასთან

არავის არ გაპატიებთ ჩემი თანაპარტიელის თუ თანამებრძოლის შეურაცხყოფას.

ჩემი დიდი პატივისცემა ანა წითლიძეს და სხვა ქალებს, რომლებიც ყოველდღიურად იგერიებენ ოცნების კაცუნებისგან აგრესიას და შეურაცხყოფას.

ენმ-ის წევრი სოფო ჯაფარიძე ქართული ოცნების დეპუტატების განცხადებებზე. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ქართული ოცნების დეპუტატმა, ალუდა ღუდუშაურმა ნაციონალური მოძრაობის წევრს, ანა წითლიძეს "ბანძი" და "ფარჩაკი" უწოდა, ირაკლი ბერაიამ კი, თეონა აქუბარდიაზე თქვა, რომ " მისი გრძელი და ყველგან ნამყოფი ენით, ჩემი და ჩემი კომიტეტის სახელის ხსენებისგან თავი შეიკავოს".

კომენტარები