ონკოლოგიური დაავადებები

13 პაციენტი მკურნალობს 3 ქვეყანაში - აზარაშვილი ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვებზე

მთავრობის ადმინისტრაცია

ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის ცნობით, ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების უცხოეთში მკურნალობის დაფინანსების პროექტი წარმატებით მიმდინარეობს. მისივე თქმით, ონკოლოგიური დაავადებების მქონე ბავშვებისთვის საზღვარგარეთ სამკურნალო პროგრამების დაფინანსებაზე უარის თქმის შემთხვევა არ ყოფილა.

"მოგეხსენებათ, ჩვენ სამ ქვეყანაში ვთავაზობთ ონკოლოგიურ პატარებს მკურნალობას: ისრაელში, თურქეთსა და ესპანეთში. არც ერთი მომართვა არ ყოფილა დაკმაყოფილების გარეშე. დღესაც 13 პაციენტი მკურნალობს ამ სამი ქვეყნის სხვადასხვა კლინიკაში და არანაირი შეფერხება ან უარი ჩვენი მხრიდან არ ყოფილა", - თქვა მინისტრმა მთავრობის სხდომის შემდეგ. 

2023 წლის 24 აპრილს, საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ყველა ბავშვის უცხოეთში მკურნალობას სახელმწიფო სრულად დააფინანსებს.

კომენტარები