ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

რუსეთი მაჰაჩყალის აეროპორტში ბრბოს მიერ მგზავრებზე თავდასხმას გარე ჩარევას აბრალებს

29 ოქტომბერს დაღესტნის მაჰაჩყალის საერთაშორისო აეროპორტში განვითარებულ მოვლენებს რუსეთი "გარე ჩარევას" აბრალებს.

"გუშინ აეროპორტში განვითარებული მოვლენები, მეტწილად, გარე ჩარევის შედეგია", - თქვა კრემლის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა 30 ოქტომბერს გაკეთებულ განცხადებაში.

29 ოქტომბერს მაჰაჩყალის აეროპორტში თელ-ავივიდან ჩამოსულ რეისს ანტისემიტურად განწყობილი ბრბო დახვდა. დემონსტრანტები აეროპორტის ტერიტორიაზე შეიჭრნენ და ებრაელებს ეძებდნენ. როგორც მომსწრეები ამბობენ, ისინი ყველა შენობაში შედიოდნენ. მათ ასაფრენ ბილიკზე შეღწევაც შეძლეს და თელ-ავივიდან ჩამოფრენილ თვითმფრინავში შეღწევას ცდილობდნენ.

კომენტარები