სოციალურ ქსელ X-ზე (ყოფილ Twitter-ზე) გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, თუ როგორ აკავებს რუსეთის ეროვნული გვარდიისა და უშიშროების ძალები მაჰაჩყალის საერთაშორისო აეროპორტში შეჭრილი ბრბოს.
ვიდეომასალას თვითმფრინავში ჩაკეტილი მგზავრი ავრცელებს:
ადგილობრივი ოფიციალური პირების თქმით, მაჰაჩყალის აეროპორტში ამ დროისთვის მდგომარეობა კონტროლს ექვემდებარება.
29 ოქტომბერს დაღესტნის ადგილობრივ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მაჰაჩყალის საერთაშორისო აეროპორტში ანტისემიტურად განწყობილი ბრბო შეიჭრა. ისინი ისრაელიდან ჩამოსულ ებრაელებს ეძებდნენ.