ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

IDF: რაკეტა, რომელიც ეგვიპტეში ჩამოვარდა იემენიდან ისროლეს

(AP Photo/Hani Mohammed)

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, რაკეტა, რომელიც ეგვიპტის ქალაქ ტაბაში ჩამოვარდა, იემენიდან იყო გასროლილი.

იემენში ირანის მიერ მხარდაჭერილი შიიტური შეიარაღებული დაჯგუფება ჰუსიტები მოქმედებენ, რომლის ძალებმაც გასულ კვირას წითელი ზღვიდან ისრაელის მიმართულებით რაკეტები გაუშვეს. რაკეტები აშშ-ს და საუდის არაბეთის სამხედრო ძალებმა ჩამოაგდეს.

ეგვიპტის ქალაქ ტაბაში რაკეტის ჩამოვარდნის შედეგად, 6 ადამიანი დაშავდა. რაკეტა 27 ოქტომბრის დილას ჩამოვარდა და მასზე პასუხისმგებლობა არავის აუღია.

ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერმა დანიელ ჰაგარიმ თქვა, რომ წითელი ზღვის თავზე ისრაელის რადარებმა რაკეტა შენიშნეს და მათ დაიწყეს გამოძიება რაკეტის წარმომავლობის შესახებ. მისი თქმით, ისრაელი ეგვიპტესთან და აშშ-სთან ერთად ითანამშრომლებს ამ შემთხვევის სრულად გამოძიებისთვის. 

კომენტარები