მოლდოვა-რუსეთი

მოლდოვამ რუსეთის 20-ზე მეტ მედიაზე წვდომა დაბლოკა

EU4Digital

მოლდოვის უსაფრთხოების სამსახურის განკარგულებით, ქვეყანაში დაიბლოკა 22 რუსულ მედიაზე წვდომა, მათ შორის, Russia Today-ზე, NTV-ზე, Ren TV-სა და მედიაჰოლდინგ VGTRK-ზე. ამავე განკარგულებით, ინტერნეტის პროვაიდერ კომპანიებს დაევალათ, მყისიერად დაებლოკათ ამ მედიათა საიტები. 

მოლდოვის ხელისუფლების გადაწყვეტილებას გამოეხმაურა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო და აღნიშნა, რომ მოლდოვის მხრიდან ეს ნაბიჯი "ანტირუსული პოლიტიკის ნაწილია".

"მსგავსი გადაწყვეტილება აშკარად მიუთითებს რუსეთის მიმართ მოლდოვის ხელისუფლების მტრულ განწყობას და ამავდროულად წარმოადგენს კიშინიოვის ანტირუსული პოლიტიკის ნაწილს. გადაწყვეტილებით მოლდოვის ხელისუფლება უხეშად არღვევს სიტყვის თავისუფლებას და თავიანთი მოქალაქეების უფლებას მიიღონ ინფორმაცია რუსულ ენაზე". - ნათქვამია განცხადებაში.

რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ რეგულარულად აკრიტიკებს რუსეთის ხელისუფლებას და მას ქვეყნის შიდა პოლიტიკის საკითხებში ჩარევაში ადანაშაულებს. 

კომენტარები