NATO

უნგრეთის პარლამენტმა შვედეთის NATO-ში მიღების პროტოკოლის განხილვაზე უარი თქვა

Akos Stiller/Bloomberg

24 ოქტომბერს უნგრეთის პარლამენტმა შვედეთის NATO-ში გაწევრიანების განაცხადის განხილვაზე უარი თქვა, რითაც შვედეთის ჩრდილოატლანტიკურ სამხედრო ალიანსში გაწევრიანების პროცესი კიდევ ერთხელ გახანგრძლივდა.

პროტოკოლის რატიფიკაციის კიდევ ერთი შესაძლებლობა უნგრეთს მომდევნო საპარლამენტო სესიისას ექნება, რომელიც 6 ნოემბერს არის დანიშნული.

უნგრეთი ერთადერთ წევრ ქვეყანად რჩება, რომელიც შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას უშლის ხელს, მას შემდეგ, რაც 23 ოქტომბერს რეჯეფ თაიფ ერდოღანმა NATO-ში შვედეთის მიღების პროტოკოლს ხელი მოაწერა და დოკუმენტი რატიფიკაციისთვის პარლამენტს გაუგზავნა.

იმისთვის, რომ შვედეთი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს შეუერთდეს, პროცესს მხარი ბლოკის 31-ივე წევრმა უნდა დაუჭიროს.

კომენტარები