ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

თეთრი სახლი: ცეცხლის შეწყვეტა ამ ეტაპზე მხოლოდ ჰამასს მოუტანს სარგებელს

ჯონ კირბი

თეთრი სახლის წარმომადგენელმა ჯონ კირბიმ 24 ოქტომბერს გამართულ პრესკონფერენციაზე ისრაელის ტერორიზმთან მიმდინარე ომზე ისაუბრა. მისი თქმით, ამ ეტაპზე აშშ ყველაფერს აკეთებს, რომ ისრაელს ჰქონდეს ინსტრუმენტები და შესაძლებლობა, ჰამასის ტერორისტული ორგანიზაციისგან თავი დაიცვას. აშშ ასევე დაინტერესებულია ერთი მხრივ, ღაზის სექტორში ჰუმანიტარული დახმარება შევიდეს, ხოლო მეორე მხრივ, ჰამასის მიერ აყვანილი მძევლები გათავისუფლდნენ.

კირბის თქმით, ამ ეტაპზე "ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დადება, მხოლოდ ჰამასს მოუტანს სარგებელს".

ჟურნალისტის კითხვაზე, არის თუ არა შესაძლებელი, მხარეებმა ომი თავიდან აირიდონ, მან უპასუხა, რომ "ისრაელსა და ჰამასს შორის უკვე მიმდინარეობს ბრძოლა, ხოლო თუკი ვსაუბრობთ ღაზის სექტორში სახმელეთო ოპერაციაზე, ეს ისრაელის გადასაწყვეტია".

კომენტარები