ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

ემანუელ მაკრონი ისრაელში ჩავიდა

POOL / VIA REUTERS

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ისრაელში იმყოფება. თელ-ავივში ჩასვლისას მან სოლიდარობა გამოუცხადა ებრაელ ხალხს ისრაელი-ჰამასის ომში. 

ისრაელისადმი მხარდაჭერის გამოცხადების პარალელურად, ემანუელ მაკრონი ჰუმანიტარული პაუზის გაკეთების ინიციატივით გამოვიდა. 

24 ოქტომბერს ემანუელ მაკრონი ისრაელის პრემიერმინისტრს ბენიამინ ნეთანიაჰუს, მის კოლეგას, იცხაკ ჰერცოგს და ისრაელის ოპოზიციონერ ლიდერს აირ ლაპიდს შეხვდება. საფრანგეთის პრეზიდენტი დასავლეთ სანაპიროზე, ქალაქ რამალაში პალესტინის ლიდერთან, მაჰმუდ აბასთან შეხვედრასაც აპირებს. მაკრონი ახლო აღმოსავლეთში კიდევ რამდენიმე დღე დარჩება და ოფიციალური ვიზიტებით იორდანიას, ეგვიპტეს და სპარსეთის ყურის ქვეყნებს ეწვევა. 

ისრაელზე ჰამასის ტერორისტული თავდასხმიდან ორ კვირაზე მეტი გავიდა, თუმცა ემანუელ მაკრონი ოფიციალური ვიზიტით ისრაელში სტუმრობას არ ჩქარობდა. აქამდე ისრაელს უკვე ეწვივდნენ აშშ-ს, გერმანიის, დიდი ბრიტანეთის და იტალიის პირველი პირები. საფრანგეთში ებრაული და პალესტინური წარმოშობის მრავალი ადამიანი ცხოვრობს, რომელთა შორის სამოქალაქო კონფლიქტიც ესკალაციის დიდი საფრთხეა. 

კომენტარები