სამხრეთ კორეამ, იაპონიამ და აშშ-მ კორეის ნახევარკუნძულთან პირველი სამხედრო საჰაერო წრთვნა ჩაატარეს. ინფორმაციას კორეის საჰაერო ძალები ადასტურებს.
სამხედრო წვრთნა ნახევარკუნძულის სამხრეთით ჩატარდა და მიუხედავად იმისა, რომ ბოლო პერიოდში სამმა ქვეყანამ არაერთი სამხედრო წვრთნა ჩაატარა რეგიონში, ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც მასში სამივე ქვეყნის სამხედრო ავიაცია იყო ჩართული.
"წვრთნის მიზანი კემპ დევიდის სამიტის შედეგად თავდაცვის შეთანხმების შესრულებაა და ჩრდილოეთ კორეის ზრდადი ბირთვული და სარაკეთო საფრთხის წინააღმდეგ სამი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაფართოებაა". – ვკითხულობთ სეულის საჰაერო ძალების განცხადებაში.
აღნიშნულმა სამმა ქვეყანამ აგვისტოში სამხრეთ ჩინეთის ზღვაში, სამხრეთ კორეის კუნძულ ჯეჯუსთან მახლობლად სამხედრო საზღვაო წვრთნები ჩაატარეს. წრთვნის მიზანი ჩრდილოეთ კორეის აგრესიული ქმედებების ფონზე მომდინარე საშიშროები სწრაფად დადგენის, მიდევნებისა და ინფორმაციის ერთმანეთში გაზიარების გაძლიერებაა.
ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა სამი ქვეყნის ლიდერებს "დაჯგუფების უფროსები" უწოდა და აგვისტოს დასაწყისში, როდესაც პირველად მოხდა აღნიშნული წვრთნების დაანონსება, კიმ ჩენ ინმა მათ სიტუაციის დესტაბილიზაციისა და ბირთვული ომის საფრთხის შექმნაში დასდო ბრალი.
ამავდროულად, კიმ ჩენ ინმა აღნიშნა, რომ ჩრდილოეთ კორეის საზღვაო ძალები ქვეყნის ბირთვული შეკავების ერთ-ერთი კომპონენტი გახდება და მისი თქმით, საზღვაო ძალები მზად უნდა იყვნენ, რომ "მტერში ომის სურვილი ჩაახშოს".
გავრცელებული ინფორმაციით, ჩრდილოეთ კორეა გეგმავს წყალქვეშა გემებისთვის განკუთვნილი ბალისტიკური რაკეტების განლაგებას, რომლებიც ბირთვული იარაღით იქნებიან დატვირთული.
სამხედრო წვრთნებს წინ უძღვოდა 18 აგვისტოს მერილენდში, კემპ დევიდის საპრეზიდენტო რეზიდენციაში ამერიკის შეერთებული შტატების, იაპონიისა და სამხრეთ კორეის ისტორიული სამიტი.
სამიტის მთავარი განხილვის თემა იყო აღმოსავლეთ აზიაში ჩინეთის პროვოკაციებისა და ჩრდილოეთ კორეის ატომური საფრთხის წინააღმდეგ მხარეებს შორის უსაფრთხოებისა და ეკონომიკური კავშირების გაძლიერება.