კრიმინალი

ესპანეთის პოლიციამ უკრაინიდან მოპარული €60 მილიონის ოდენობის საგანძურის კონფისკაცია მოახდინა

ესპანეთის პოლიციამ 2016 წელს უკრაინიდან მოპარული საგანძურის კონფისკაცია მოახდინა, რომლის ღირებულებაც, ჯამში, 60 მილიონი ევროა. 

პოლიციის განცხადების მიხედვით, დაკავებულია ხუთი პირი – სამი ესპანელი და ორი უკრაინელი, მათგან ერთი, მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირია. აღნიშნული პირები ოქროს სამკაულების გაყიდვას ცდილობდნენ. 

მოპარული საგანძური ძველი წელთაღრიცხვით VIII-IV საუკუნით თარიღდება.

პოლიციის ინფორმაციით, მოპარული საგანძური უკრაინის ეროვნული მემკვიდრეობის ნაწილია და შეიცავს ოქროს ქამარს, საყურეებსა და ყელსაბამებს.

კომენტარები