კანონი მაუწყებლის შესახებ

სამადაშვილი მაუწყებლობის კანონზე: კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ ოცნება რუსეთს ემსახურება

პირველ რიგში, მოდით ყველაფერს თავისი სახელი დავარქვათ, ეს არ არის კანონი მაუწყებლის შესახებ, ეს არის ცენზურის კანონი. ამ ცენზურის კანონის დაჩქარებული წესით მიღებით, ქართულმა ოცნებამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ეს არის ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, რომელიც ასრულებს რუსეთის დავალებას. ამ შემთხვევაში, დამატებითი დაბრკოლებების შექმნაა ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე, თან ატყუებს საზოგადოებას, თითქოს ეს არის ევროკავშირის მოთხოვნის შესრულება. მე მსურს საზოგადოებას განვუმარტო, რომ ამ კანონის მიღებით ხელისუფლება ხსნის გზას იმისთვის, რომ აი, როგორც რუსეთში არსებობს ცენზურა, ბელარუსში არსებობს ცენზურა, აი ესეთი გზით, როდესაც მოუნდება აქტიურად გააჩუმოს ნებისმიერი კრიტიკული მედიასაშუალება, ეს ევროკავშირის მოთხოვნის შესრულება რომ ვერ იქნება, მემგონი საზოგადოებას ესმის. აქვე დავამატებ, რომ ჩვენ მოვითხოვეთ ძალიან კონკრეტულად ხელისუფლებისგან, რომ წარმოადგინოს საბუთი, რომ გაიარა კონსულტაცია ევროკავშირთან და მათგან მწვანე შუქი აქვთ მიღებული, თუმცა მათ ესეთი საბუთი ვერ წარმოადგინეს, რადგან ესეთი საბუთი არ არსებობს და რაც არ არსებობს, იმას ვერ წარმოადგენ.

მე იმედი მაქვს, რომ საქართველოს პრეზიდენტი გამოიყენებს თავის კონსტიტუციურ უფლებას და ვეტოს დაადებს, თუმცა ესეც ვერ შეაჩერებს, სამწუხაროდ, რადგან რუსულ უმრავლესობას აქვს საკმარისი ხმები საქართველოს პარლამენტში, რომ ვეტოს დაძლიოს, მაგრამ ეს ძალიან მნიშვნელოვანი განაცხადი იქნებოდა პრეზიდენტის მხრიდან.

გამოეხმაურა პარტია ლელოს წევრი, სალომე სამადაშვილი, ტვ პირველის ეთერში, ქართული ოცნების მიერ დაინიცირებულ მაუწყებლობის კანონში შესატან ცვლილებებს.

კომენტარები