კანონი მაუწყებლის შესახებ

კაპანაძე: საზოგადოებრივ მაუწყებელზე ოცნების წევრების განცხადებები არალოგიკურია

ქართული ოცნება აცხადებს, რომ მშვიდად ვერ ვუყურებთ რომ საზმაუ ფლანგავდეს ათობით მილიონ ლარსო. ამიტომ, აპირებენ, რომ (ა) საზმაუს მისცენ მეტი ფული რეკლამიდან; (ბ) აპირებენ მისცენ სტარტაპების დაფინანსების უფლება და (გ) რაც მთავარია, უტოვებენ იმ რამდენიმე ათეულ მილიონ ლარს.

თან ამბობენ, რომ წინა ხელისუფლებისგან განსხვავებითო...

შედარებისთვის:
2013 წელს ბიუჯეტიდან საზმაუ იღებდა 31 მილიონს. დღეს იღებს 53 მილიონს. 
2013 წელს საზმაუს რეიტინგი იყო 5.67, ხოლო დღეს რეიტინგი არის 3.23. 
2012 წელს საზმაუს ასევე პიკი ჰქონდა და გარკვეულწილად მაინც უპირისპირდებოდა რუსულ პროპაგანდას. დღეს, ისიც არ აქვს. 
2013 წელს საზმაუზე თოქშოუები გადიოდა, რომელთა ყურება შეიძლებოდა. დღეს - არ აქვს.

ამავე დროს სარეკლამო ბაზარი 2012 წელს იყო 40 მილიონი დოლარი. 2016-ში კი სარეკლამო ბაზარი იყო - 35.6 მილიონი დოლარი.

ჰოდა, ამიხსენით ვინმემ, ლოგიკას მარტო მე ვერ ვხედავ?

წერს ევროპული საქართველოს წევრი, სერგი კაპანაძე ფეისბუქზე. კაპანაძე მაუწყებლის შესახებ კანონში ცვლილებებს ეხმაურება, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის კომერციული რეკლამის უფლების მინიჭებას ითვალისწინებს. პარლამენტმა დღეს პრეზიდენტის ვეტო დაძლია და კანონი დაამტკიცა. 

კომენტარები