კანდიდატის სტატუსი

მაჭარაშვილი: წლის ბოლოს ქვეყანას სტატუსს მივულოცავთ, რადიკალურ ოპოზიციას კი მივუსამძიმრებთ

არც ბოლო 1 და არც ბოლო 2 წელიწადში არ მომხდარა იმ შედეგების მიღწევა, რის გამოც საქართველო კანდიდატის სტატუსს იმსახურებს. რა თქმა უნდა, ეს არის, განსაკუთრებით ბოლო ათწლეულში მიღებული ის სარგებელი, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ მიიღო და ეს ევროკავშირმა დაინახა. გასაგებია, რომ ოპოზიციას გლოვა აქვს გამოცხადებული, იმიტომ, რომ სტატუსის მიღების მაღალი ალბათობაა. ასევე, იმიტომ, რომ რომ მათ დღის წესრიგში არის კანდიდატის სტატუსის არმიღება და შესაბამისად, ქვეყანაში არეულობის მოწყობის მცდელობა. მაგრამ, მე შემიძლია, მათ ვუთხრა, რომ ჩვენ წლის ბოლოს საქართველოს კანდიდატის სტატუსის მიღებას მივულოცავთ, რადიკალურ ოპოზიციას კი მივუსამძირებთ.

თქვა ბიძინა ივანიშვილის დეპუტატმა, მოძრაობა ხალხის ძალის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა.

კომენტარები