ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

სირიის სამთავრობო მედია: ისრაელმა დამასკოსა და ალეპოს აეროპორტებზე საჰაერო იერიში მიიტანა

დამასკოს საერთაშორისო აეროპორტი, სირია
Louai Beshara/AFP

სირიის სამთავრობო მედიის ცნობით, გამთენიისას ისრაელმა დამასკოსა და ალეპოს აეროპორტებზე საჰაერო იერიში მიიტანეს.

Reuters-ი სირიის მთავრობის მეტეოროლოგიის გენერალურ დირექტორზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ დამასკოს აეროპორტში, სულ მცირე, ორი თანამშრომელი დაიღუპა, ასაფრენი ბილიკები კი დაზიანდა.

სირიის დამასკოსა და ალეპოს აეროპორტები არა მხოლოდ სამოქალაქო ავიაციისთვის გამოიყენება, არამედ არის სამხედრო ბაზებიც, რომლებიც, გავრცელებული ინფორმაციით, ირანსა და ჰეზბოლას შორის იარაღის სატრანზიტო პუნქტებს წარმოადგენს.


12 ოქტომბერს სირიის სამთავრობო მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ისრაელმა, სირიის ალეპოსა და დამასკოს საერთაშორისო აეროპორტებზე საჰაერო იერიში მიიტანა

Reuters-ის ინფორმაციით, სავარაუდო იერიშის მიზეზი სირიაში ირანთან დაკავშირებულ ობიექტებზე იერიშის მიტანა იყო.

თავდასხმის შესახებ ცნობები ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანის სირიაში დაგეგმილ ვიზიტამდე გავრცელდა. 

კომენტარები