თავდასხმა აშშ-ს ბაზაზე

AP: სირიაში აშშ-ის ბაზას დრონებით დაესხნენ თავს

აშშ-ის ბაზა ალ-თანფიში, სამხრეთ სირიაში
AP Photo/Lolita Baldor, File

AP-ის ინფორმაციით, სამხრეთ სირიაში, ერაყთან მოსაზღვრე ალ-თანფის რეგიონში, აშშ-ის სამხედრო ბაზას ორი დრონით დაესხნენ თავს. ალ-თანფის გარნიზონი მნიშვნელოვან გზაჯვარედინზე არის განთავსებული, რომელსაც ხშირად ირანის მიერ მხარდაჭერილი ტერორისტები ჰეზბოლასთვის იარაღის მისაწოდებლად იყენებენ.

ორ სამხედრო მაღალჩინოსანზე დაყრდნობით გამოცემა წერს, რომ ერთი დრონი უვნებელყვეს, თუმცა მეორემ ბაზაზე მცირე დაზიანებები გამოიწვია.

რეგიონში აშშ-ის ბაზებზე მსგავსი თავდასხმები, როგორც სირიაში, ისევე ერაყში, შესამჩნევლად გახშირდა, რაც, სავარაუდოდ, ისრაელი-ჰამასის ომთანაა დაკავშირებული.

ამასთან, სირიის ოპოზიციის სხვადასხვა წარმომადგენლებისა და აქტივისტების ცნობით, დრონების თავდასხმები აღმოსავლეთ სირიაში და კონოკოს გაზის ველზე დაფიქსირდა.

კომენტარები