ომში მყოფი რუსეთის დეპუტატებმა გაეროს "პალესტინა-ისრაელის კონფლიქტის ესკალაციასთან დაკავშირებით" ერთობლივი განცხადებით მიმართეს.
თავის მიმართვაში დუმამ გაეროს მოუწოდა "პალესტინა-ისრაელის კონფლიქტის მსვლელობისას დაუყონებლივ მიიღოს ყველანაირი ზომა მშვიდობიანი მოსახლეების სისხლის ღვრის შესაჩერებლად, შეაჩეროს უპრეცენდენტო ჰუმანიტარული კატასტროფა ახლო აღმოსავლეთში". დეპუტატებმა მაგალითისთვის მოიყვანეს 17 ოქტომბერს მომხდარი ალ-აჰლის საავადმყოფოს დაბომბვა.
რუსეთის პარლამენტარების თქმით, მხარეები არღვევენ "საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალს", იყენებენ "აკრძალულ იარაღებს", ანადგურებენ სამოქალაქო ინფრასტრუქტურას, ასევე იძულებით ასახლებენ სამოქალაქო პირებს.
დეპუტატებმა ასევე განაცხადეს, რომ "კოლექტიური დასავლეთი, აშშ-ს მეთაურობით" ხელს უშლის კონფლიქტის შეწყვეტას.
ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტის ფონზე ვლადიმირ პუტინი და მისი მთავრობა პასუხისმგებლობას აშშ-ს აკისრებს. რუსეთი ასევე რეგიონში მშვიდობისმყოფელის როლზე აცხადებს პრეტენზიას. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის თქმით კონფლიქტის გადაჭრის ერთადერთი გზა პალესტინის სახელმწიფოს შექმნაა.
ვლადიმირ პუტინის გამოხმაურებებს გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა ცინიზმი უწოდა.