რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინის უშიშროება: რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია კერძო სამხედრო კომპანიებს ქმნის

2008 წელს რუსი მართლმადიდებელი მღვდელი იარაღს აკურთხებს
Getty Images

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე საკუთარ კერძო სამხედრო კომპანიებს ფლობს და აკონტროლებს. 

ამ ჯგუფებს მართლმადიდებელ მრევლს შორის ადამიანების უკრაინაში საბრძოლად დაქირავებულ ჯარისკაცებად აყვანა და მათი სამხედრო მომზადება ევალება. 

უკრაინის უშიშროების ცნობით, ერთ-ერთი ასეთი კომპანია კრონშტადტის ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის საზღვაო ტაძარში მოქმედებს. კომპანიის წარმომადგენლები მრევლს საოკუპაციო ძალებში ეკლესიის შიგნით აწევრიანებენ. 

ამასთან, ჯარისკაცების სამხედრო მომზადებაც დაფარვის მიზნით მხოლოდ ეკლესიის შიგნით ან განკუთვნილ საწვრთნელ მოედნებზე მიმდინარეობს.

“დავადგინეთ, რომ ამ კომპანიებს აგრესორი ქვეყნის ფინანსური და ინდუსტრიული ჯგუფების წარმომადგენლები აფინანსებენ, რომლებიც კრემლის ხელმძღვანელობასთან დაახლოებულები არიან. რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას ფული საქველმოქმედო შეწირულობებისა და “ტაძრების ასაშენებლად” გაგზავნილი დონაციების ფორმით მიეწოდება”. – თქვა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა.

კომენტარები