კახა კალაძე

კალაძე: დამასანქცირებენ თუ არა, ნუ ინერვიულებთ, ჩემს ქონებას მე თვითონ მივხედავ

ვიცით, რომ მგულშემატკივრობთ და ჩემ გამო ნერვიულობთ. მინდა, დაგამშვიდოთ, არაფერი სანერვიულო არ არის, მე თავად არ ვნერვიულობ ამაზე, ამიტომ ჩემზე არ იდარდოთ, ჩემს თავს როგორმე მივხედავ. სხვა პრიორიტეტებია ქვეყანაში. ხედავთ, მსოფლიოში რა ხდება, რამხელა უბედურება ტრიალებს. ჩვენი მთავარი საზრუნავი მშვიდობის შენარჩუნებაა. დამასანქცირებენ თუ არა, არ ვფიქრობ ამაზე და თქვენც ნუ ინერვიულებთ, ჩემს ქონებას მე თვითონ მივხედავ.

თბილისის მერი კახა კალაძე შესაძლო სანქცირებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე. ენმ-ის თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა TV პირველის ეთერში თქვა, რომ "დიდი შანსია, კახი კალაძე იყოს დასანქცირებული ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ, არის ამის ალბათობა".

კომენტარები