ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

თელ-ავივის აეროპორტზე სარაკეტო თავდასხმის გამო ოლაფ შოლცი ბომბსაფარში ჩაიყვანეს

ისრაელში, თელ-ავივის აეროპორტიდან გერმანიის კანცლერის თვითმფრინავის აფრენამდე ცოტა ხნით ადრე სარაკეტო თავდასხმა დაიწყო, რის გამოც თვითმფრინავის ევაკუაცია მოხდა.

როგორც გერმანული მედია აღნიშნავს, ოლაფ შოლცი თავდასხმის დაწყების დროს უკვე თვითმფრინავის ბორტზე იმყოფებოდა. შოლცი თვითმფრინავიდან ჩამოსვლისთანავე მანქანით აეროპორტის შენობასთან მიიყვანეს, სადაც კანცლერი ბომბსაფარში ჩავიდა.

ადგილზე მყოფი ჟურნალისტები აღნიშნავენ, რომ კანცლერმა საკუთარი თვალით ნახა, თუ როგორ გაანადგურა ორი რაკეტა რკინის გუმბათმა.

BILD-ის ინფორმაციით, გერმანიის ფედერალური კრიმინალური პოლიციის ოფისის წარმომადგენლებმა სამთავრობო თვითმფრინავი გაჩხრიკეს და თვითმფრინავის მდგომარეობა შეამოწმეს. ამის შემდეგ კი ევაკუაციის პროცესის დასრულების შემდეგ, თვითმფრინავი თელ-ავივიდან კაიროსკენ გაფრინდა.

კომენტარები