ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

იორდანია უმასპინძლებს სამიტს, სადაც აშშ-ს, ეგვიპტისა და პალესტინის ლიდერები შეიკრიბებიან

იორდანიის მეფე აბდულაჰი
REUTERS/Hannah McKay/Pool/File Photo

18 ოქტომბერს იორდანია სახელმწიფოთაშორის სამიტს უმასპინძლებს, რომელსაც აშშ-ს, ეგვიპტისა და პალესტინის ლიდერები დაესწრებიან. ამანში სამი სახელმწიფოს ლიდერები ღაზის სექტორში ომისა და რეგიონში დაძაბულობის შესახებ ისაუბრებენ.

იორდანიის მეფე აბდულაჰი თავის მხრივ, სამმხრივ სამიტს დაესწრება ეგვიპტისა და პალესტინის ლიდერებთან ერთად. მეფე აბდულაჰმა 16 ოქტომბერს ხაზი გაუსვა, რომ პალესტინელი ლტოლვილების მიღებას იორდანია და ეგვიპტე არ აპირებენ. 

აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ისრაელს 18 ოქტომბერს ეწვევა და შემდეგ ოფიციალურ ვიზიტს იორდანიაში გააგრძელებს. 

კომენტარები