დონალდ ტრამპი

დონალდ ტრამპი ჰამასის მხარდამჭერი იმიგრანტების აშშ-დან გაძევებას ითხოვს

დონალდ ტრამპი 2021 წლის 6 იანვრის დემონსტრაციაზე სიტყვით გამოსვლის დროს

დონალდ ტრამპა 16 ოქტომბერს ამერიკელ ამომრჩევლებს დაპირდა, რომ თუ მას პრეზიდენტად აირჩევენ ჰამასის მხარდამჭერ იმიგრანტებს აშშ-დან გააძევებენ. ტრამპის აზრით, პოლიციამ უნდა დააკავოს ყველა ის აქტივისტი, რომელიც საჯაროდ პალესტინურ ტერორისტულ ორგანიზაციას უჭერს მხარს. ტრამპა ამის შესახებ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, აიოვას შტატში ისაუბრა.

ტრამპა ასევე თქვა, რომ ის ასევე მხარს დაუჭერს აშშ-ში იმ პირების შემოშვების აკრძალვას, რომლებიც ისრაელის სახელმწიფოს არსებობის უფლებას არ აღიარებენ. დონალდ ტრამპის თქმით, ამერიკამ ანტისემიტ სტუდენტებს სასწავლო ვიზები უნდა შეუჩეროს. 

აიოვას შტატში წინასაარჩევნო  კამპანიის ფარგლებში ტრამპმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ უნდა შეიზღუდოს იმიგრაცია იმ ქვეყნებიდან, სადაც ისლამისტური ტერორიზმის განსაკუთრებულად დიდი საფრთხეა. თუმცა, აშშ-ს ყოფილ პრეზიდენტს არ დაუზუსტებია, თუ რა მიაჩნია იმიგრაციის შეზღუდვის სწორ ფორმად. 

კომენტარები