აშშ-საქართველო

წერეთელი: აშშ-ს ელჩისთვის გამოწვევაა ამ ხელისუფლების პირობებში საარჩევნო წელს მუშაობა

არ ვიცი, ოცნება რას შეეცდება, როგორ პოზიციონირებას გადაწყვეტს. შეიძლება თქვას, რომ ჩვენ ამერიკასთან პრობლემა არ გვაქვს და წინა ელჩის ბრალი იყო და ახალ ელჩთან შეეცდება კარგი ურთიერთობა ჰქონდეს. თუმცა, არ მგონია, რომ ასეთი მიამიტი იყოს ვინმე, იმიტომ, რომ აქ ელჩის პირად დამოკიდებულებებზე ძალიან იშვიათად არის საუბარი. ყველა ელჩი ახმოვანებს ძალიან მკაფიოდ და პრინციპულად მიჰყვება პრეზიდენტის, სახელმწიფო დეპარტამენტის, კონგრესის, ანუ აშშ-ს სახელმწიფოს პოზიციას.

ამერიკას ჩვენ ვჭირდებით როგორც პარტნიორები და ამიტომაც არასდროს ხელი არ გაუშვია საქართველოსთვის. ყოველთვის საქართველოს მხარდამჭერია, მაგრამ ყველაფერს აქვს საზღვარი. ეს ურთიერთობები ეფუძნება პრინციპებს, ღირებულებებს და თანამშრომლობას. შენ თუ მეგობარი მეძახე და მე კი - ჩემი ომში ჩათრევა გინდა, ჩემი მტერი ხარ, ღირებულებებს და ტრადიციებს მიუქმებ და ა.შ. რა თქმა უნდა, ასე მეგობრობა არ გამოვა. ახალი ელჩია, ახალი შესაძლებლობებია და იმედი მაქვს, რომ ეს ჩვენს ქვეყანას, მის დემოკრატიულ მომავალს გამოადგება. 

ქ-ნი დანიგანი ჩამოდის რთულ პერიოდში, როდესაც საარჩევნო კამპანიაა დაწყებული და მე ვფიქრობ, რომ ამ ხელისუფლების პირობებში, მისთვის ეს დიდი გამოწვევა იქნება, რომ ჰქონდეს სწორი პოზიციონირება და სათანადო კომუნიკაცია. იმედი მაქვს, რომ გამოწვევას წარმატებით დაძლევს, რადგან მაღალი დონის და ძალიან გამოცდილი დიპლომატია.

ევროპული საქართველოს პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, გიგი წერეთელი საქართველოში აშშ-ის ახალი ელჩის, რობინ დანიგანის ჩამოსვლას გამოეხმაურა.

დანიგანი საქართველოში გუშინ, 12 ოქტომბერს ჩამოვიდა. ის სენატმა საქართველოში აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე 28 ივლისს დაამტკიცა. 

კომენტარები