ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

ბრიტანეთმა შესაძლოა, ჰამასის მხარდამჭერები ქვეყნიდან გააძევოს

ბრიტანეთი უცხოელი სტუდენტების, პროფესორებისა და იმ დასაქმებული პირების გაძევების გეგმავს, რომლებიც ანტისემიტიზმს ან ჰამასის მიმართ მხარდაჭერას გამოხატავენ.

ბრიტანეთის მიგრაციის მინისტრი რობერტ ჯენრიკი კონსულტაციებს გადის შესაბამის ოფიციალურ პირებთან, რათა შეიმუშავონ გეგმა, როგორ შეუწყვიტონ ვიზები ეროვნული უსაფრთხოების დაცვის მოტივით დისკრიმინაციაში მხილებულ და ჰამასის მხარდამჭერ ადამიანებს.

მსგავსი პოზიცია გაიზიარა საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ჟერალდ დარმენმა, რომლის ბრძანებითაც უცხო ქვეყნის ყველა მოქალაქეს, რომელიც ანტისემიტია, დაუყოვნებლივ გააძევებენ ქვეყნიდან.

ბრიტანეთში მოქმედი რეგულაციებით, შესაბამისი მტკიცებულების არსებობის შემთხვევაში, შესაძლებელია ეროვნული უსაფრთხოებისა და საჯარო ინტერესის დაცვის საფუძვლით უცხო ქვეყნის მოქალაქეზე გაცემული ვიზის შეწყვეტა.

ბრიტანეთის ვიცე-კანცლერმა უკვე გააფრთხილა სტუდენტები ჰამასის მხარდამჭერი პოზიციის დაფიქსირების შემთხვევაში, გამოძიების დაწყების ლეგიტიმურობის შესახებ. 

კომენტარები