რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

Українська правда: უკრაინამ საზღვაო დრონებით 2 რუსული ხომალდი დააზიანა

Українська правда-ს სპეცსამსახურების წყაროს ცნობით, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურისა და შეიარაღებული ძალების სპეცოპერაციის შედეგად, დაზიანდა 2 რუსული სამხედრო ხომალდი.

დაზიანებულია რაკეტების გადამზიდი მცირე ზომის ხომალდი Буян-ი და გემი პაველ დერჟავინი. უკრაინელებმა იერიში საშინაო წარმოების საზღვაო დრონებით მიიტანეს.

აქამდე ტელეგრამ-არხი Крымский ветер-მა გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც რუსეთის შავი ზღვის ფლოტის დაზიანებული ხომალდი ჩანდა. 

გემი სავარაუდოდ მცირე ზომის Буян-М-ი იყო, რომელიც კალიბრის ტიპის ფრთოსანი რაკეტების გასაშვებადაც გამოიყენება.

პარალელურად, ოკუპირებული სევასტოპოლის ე.წ. გუბერნატორი, მიხაილ რაზვოჟაევი ირწმუნებოდა, რომ აფეთქებების ხმები, რომლებიც მოსახლეობამ გაიგო, დაკავშირებულია შავი ზღვის ფლოტის ანტისადესანტო წვრთნებთან.

კომენტარები