ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

მაკრონი: ის, ვინც პალესტინის პერსპექტივით ტერორიზმს ამართლებს, მორალურ შეცდომას უშვებს

საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი ელისეს სასახლეში გამართული ელჩების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას, 2023 წლის 28 აგვისტო.
TERESA SUAREZ/Pool via REUTERS

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ისრაელს მხარდაჭერა გამოუცხადა და თქვა, რომ ტერორიზმის პალესტინური პერსპექტივით გამართლება სერიოზული მორალური, პოლიტიკური და სტრატეგიული შეცდომაა. 

დადასტურებული ინფორმაციით საფრანგეთის 13 მოქალაქე ჰამასის ტყვეობაში იმყოფება. ასევე, დაუდგენელია საფრანგეთის კიდევ 17 მოქალაქის ადგილსამყოფელი, რომელთა შორის ბავშვებიც არიან. 

ემანუელ მაკრონის თქმით, საფრანგეთი ყველაფერს აკეთებს ტყვეების გათავისუფლებისთვის მათი ეროვნების მიუხედავად. 

მაკრონმა დაგმო პალესტინური ტერორისტული ორგანიზაციის "დამაბრმავებელი სიძულვილი" და "აბსოლუტური ბოროტება". მისი თქმით, ჰამასის თავდასხმის მასშტაბი, ბარბაროსულობა და სიკვდილიანობა უპრეცენდენტოა. 

12 ოქტომბერს პარიზში პალესტინის მხარდამჭერი აქცია გაიმართა, რომელიც პარიზის პოლიციამ დაარბია. ემანუელ მაკრონის სატელევიზიო მიმართვა სწორედ 12 ოქტომბრის ღამეს გავრცელდა. 

კომენტარები