რუსეთი-აზერბაიჯანი

სასიხარულოა, რომ დრო გამონახეთ – ილჰამ ალიევი დსთ-ს სამიტზე ვლადიმირ პუტინს შეხვდა

Tass

ვლადიმირ პუტინი და ილჰამ ალიევი დსთ-ს სამიტის ფარგლებში ბიშკეკში შეხვდნენ. 

რუსეთის პრეზიდენტმა თქვა, რომ შეხვედრის მთავარი მიზანი მთიანი ყარაბაღის საკითხებზე მოლაპარაკებაა:

"კითხვა ნომერი ერთი ყარაბაღის გარშემო განვითარებული სიტუაციაა, მაგრამ დღის წესრიგში სხვა, უფრო ფართო საკითხებიც დგას. გთავაზობთ ჩვენი საუბარი შემდეგნაირად წარიმართოს: ამ საკითხების შესახებ კოლეგებთან ერთად ვიმსჯელოთ, ვისაუბროთ, შემდეგ კი პირისპირ დავილაპარაკოთ მთლიან კომპლექსზე, მათ შორის ე.წ. მგრძნობიარე საკითხებზე". 

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა რუსი კოლეგის წინადადებას ენთუზიაზმით გამოეხმაურა:

"ძალიან სასიხარულოა, რომ ყირგიზეთში სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში შეხვედრისთვის დრო გამონახეთ. სინამდვილეში ბევრი კითხვაა. ვფიქრობ თქვენი წინადადება სრულიად გონივრულია".

"ჩვენ მართლაც გვაქვს სალაპარაკო. ამ წლის შედეგები შთამბეჭდავია – იქნება ეს სავაჭრო ბრუნვა, სამრეწველო თანამშრომლობა თუ ტრანსპორტის სექტორში ერთობლივი პროექტები. შემდეგ ვისაუბროთ რეგიონალურ თემატიკაზე და უსაფრთხოების საკითხებზეც". – დაამატა ალიევმა.

პუტინისა და ალიევის გარდა მოლაპარაკებებში ორივე ქვეყნის უმაღლესი მაღალჩინოსნები მონაწილეობენ.

ყაზახეთში გამართულ დსთ-ს სამიტს არ დაესწრო სომხეთის პრემიერმინისტრი ნიკოლ ფაშინიანი.

კომენტარები