დაძაბულობა ისრაელსა და ღაზის სექტორს შორის

ჰეზბოლას თავდასხმის საპასუხოდ ისრაელმა სამხრეთ ლიბანზე იერიში მიიტანა

ისრაელის თავდაცვის ძალების ტანკი ღაზის სექტორის საზღვართან, 2023 წლის 10 ოქტომბერი.
Ronen Zvulun/Reuters

ლიბანური ტერორისტული ორგანიზაცია ჰეზბოლას დარტყმების საპასუხოდ ისრაელმა სამხრეთ ლიბანის დაბომბვა დაიწყო. ისრაელის ჩრდილოეთ საზღვართან, ჰეზბოლასა და ისრაელის თავდაცვის ძალებს შორის შეტაკებები კონფლიქტის მეოთხე დღეს განსაკუთრებით გამწვავდა. 11 ოქტომბერს ჰეზბოლამ საჰაერო დარტყმები განახორციელა ჩრდილოეთ ისრაელის ქალაქ არაბ ალ-არამშეზე. 

ისრაელის მხრიდან სამხედრო წყაროს ცნობით, მათ სამხრეთ ლიბანში ჰეზბოლას სამხედრო პოზიციებზე მიიტანეს იერიში. ლიბანურმა მხარემ ასევე დაადასტურა, რომ 11 ოქტომბერს ჰეზბოლამ ორი რაკეტა ისროლა ისრაელის პოზიციების გასანადგურებლად. 

ჯერჯერობით დაშავებულთა ან გარდაცვლილთა შესახებ ინფორმაციას არცერთი მხარე არ ავრცელებს. 

კომენტარები