ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

საზიზღარი და სამარცხვინო - თეთრი სახლი კონგრესის ულტრამემარცხენე Squad-ის განცხადებებზე

ულტრამემარცხენე დემოკრატ წარმომადგენელთა ჯგუფი Squad-ი

თეთრი სახლის პრესსპიკერი კარინ ჟან-პიერი 10 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე ჯო ბაიდენის თანაპარტიელი ულტრამემარცხენე კონგრესმენების განცხდადებებს მწვავედ გამოეხმაურა.

მას ჰკითხეს, რას ფიქრობდა დემოკრატი ულტრამემარცხენეების განცხადებაზე, სადაც ისინი ისრაელში განვითარებული მოვლენების მიზეზებს ისრაელის სახელმწიფოს წარსული ქმედებებით ხსნიდნენ.

პრესსპიკერის თქმით, რომელიც თავად წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე პროგრესისტულ ადმინისტრაციას აშშ-ის ისტორიაში, მოისმინა კონგრესმენთა განცხადებები, სადაც ისინი ტერორისტული დაჯგუფება ჰამასის ქმედებებს ისრაელის მხრიდან გადადგმულ ნაბიჯებს ადარებდნენ.

ჟან-პიერის თქმით, აღნიშნული განცხადებები არის “არასწორი, საზიზღარი და სამარცხვინო” და ადმინისტრაციის დაგმობა მხოლოდ ჰამასის ტერორისტულ ორგანიზაციას ეკუთვნის, რომლებაც სასტიკად “მოკლეს, გააუპატიურეს და მოიტაცეს ასობით ისრაელელი მოქალაქე”.

“ამ ომში ორი ბრალეული მხარე არ არსებობს” - ამბობს თეთრი სახლი.

კონგრესის ულტრამემარცხენე დემოკრატი Squad-ის წევრების, ალექსანდრა ოკასიო-კორტესისა და ილჰან ომარის, მიერ ბოლო დღეებში ვრცელდებოდა მოწოდებები, ორივე მხარეს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებისთვის მიეღწიათ.

(ალექსანდრია ოკასიო-კორტესი ნიუ-იორკში ჰამასის მხარდამჭერ გამოსვლასთან გამიჯვნის მიუხედავად, განცხადებაში ისრაელს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებდა).

ხოლო კორი ბუშმა და რაშიდა ტლაიბმა ისრაელში განვითარებულ მოვლენებზე ბრალეულობა ისრაელს დააკისრეს და აშშ-ის მხრიდან დახმარების შეჩერება მოითხოვეს.

კომენტარები